ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გატყობინებთ ინფორმაციას შემოსულს ლ'აკვილას უნივერსიტეტიდან (იტალია) ერთერთი პრესტიჟული სადოქტორო დაფინანსების პროგრამის შესახებ ევროპაში, კერძოდ კი მარია სკლადოვსკა კიურის სადოქტორო ქსელის მიერ დაფინანსებული სადოქტორო სტიპენდიის შესახებ კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში / ნანომეცნიერებებში საკმარისად მაღალი წლიური ხელფასით (53000 ევრო წელიწადში) და დამატებითი ბიუჯეტით კვლევების მხარდასაჭერად. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა ამა წლის 25 იანვარი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფლაიერში. ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგისტრანტებისათვის/მაგისტრებისათვის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის, ნანოტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობის მიმართულებით.